მთავარისიახლეებიყალბ ფხვნილებს ამზადებდნენ და ცნობილი ბრენდების სახელით ყიდდნენ-დაკავებულია 2 პირი

ყალბ ფხვნილებს ამზადებდნენ და ცნობილი ბრენდების სახელით ყიდდნენ-დაკავებულია 2 პირი

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქვემო ქართლში ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინეს. საქმეზე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება-გამოყენების ბრალდებით, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო. ისინი სისტემატურად ამზადებდნენ სარეცხ ფხვნილებს, რომელთა რეალიზაციასაც ცნობილი ბრენდების – ABC-ს, Ariel-ის, Tide-ისა და Persil-ის სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენებით ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, აღნიშნული ბრენდების ყალბი სასაქონლო ნიშნით მარკირებული 1 325 ერთეული სარეცხი ფხვნილი.

გარდა ამისა, ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებულია: ამავე დასახელების ფხვნილების 5 818 ცარიელი პაკეტი, 632 ტომარა დაბალხარისხიანი სარეცხი ფხვნილი, 28 ტომარა მარილი, არომატიზატორები, საღებავები და პროდუქციის წარმოება-შეფუთვისთვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.

ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები როგორც დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენა-მხილების, ისე იმ სავაჭრო ობიექტების დადგენის მიზნით, სადაც აღნიშნული პროდუქცია სარეალიზაციოდ იყო განთავსებული” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სიახლეები

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ირაკლი მხეიძეა |...

უკრაინამ ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტიდან პირველი ტრანში მიიღო

უკრაინამ ევროკავშირის 90-მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტიდან პირველი ტრანში მიიღო. საუბარია სამი მილიარდ ორას მილიონ...