მთავარისიახლეებისაზოგადოებაამაღამ შესაძლოა იწვიმოს, მაგრამ ივლისის სიცხეები აგვისტოს მემკვიდრეობით გადაეცემა

ამაღამ შესაძლოა იწვიმოს, მაგრამ ივლისის სიცხეები აგვისტოს მემკვიდრეობით გადაეცემა

Published on

30 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1-ელ აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება, დაბლობ რაიონებში 31-36 გრადუსი, ხოლო მთიან რაიონებში 32-37 გრადუსამდე სიცხეა მოსალოდნელი. 
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 30-31 ივლისს, ბარში 34-39 გრადუსამდე დაფიქსირდება, მთიან რაიონებში კი – 32-37 გრადუსი იქნება. 
 
სინპოტიკოსების ცნობით, 2-4 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის შემცირება და ხანმოკლე წვიმა- ელჭექით. 
 
„საქართველოში ჰაერის ტემპერატურის შემცირება 2-3 აგვისტოს იქნება შესამჩნევი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 28-30 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 30-35 გრადუსი“ , – აღნიშნა დოდო გვაზავამ.
 
მისივე ინფორმაციით, 2-4 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშია მოსალოდნელი. 
 
დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1-ელ აგვისტომდე დედაქალაქში ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 
 
„29-31 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37-38 გრადუსამდე იქნება. 2-3 აგვისტოს თბილისში მოსალოდნელია 34 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა ელჭექით“, – განმარტა დოდო გვაზავამ. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...