მთავარისიახლეებიდიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა

Published on

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა – მან რამდენიმე წუთის წინ დაუნინგ სთრითზე, პრემიერმინისტრის რეზიდენციის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა.
კირ სტარმერის განცხადებით, ტოვებს ლეიბორსიტული პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობასაც. მისივე თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე მიუღა, ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა.
სტარმერმა განაცხადა, რომ ის პოსტზე სექტემბრამდე დარჩება, რათა უზრუნველყოს ძალაუფლების მშვიდობიანი და ორგანიზებული გადაცემა.
ახალი ლიდერის არჩევის პროცედურა 9 ივლისს დაიწყება და ზაფხულის საპარლამენტო არდადეგების დასრულებამდე დასრულდება.
სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამეს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უკვე აცნობა.
სტარმერი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობას 2024 წლის 5 ივლისიდან იკავებდა.

სიახლეები

ომის პირობებში პუტინთან შეხვედრა მოსკოვში, შეუძლებელია – ზელენსკი

"მე რა, მისთვის ჩემოდანი ვარ, რომ ჩამსვას თვითმფრინავში და გამაფრინოს? ეს არასერიოზული საუბარია“, -...

კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 19...

თბილისში გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...

24-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ნალექი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...