მთავარისიახლეებისაზოგადოებაბოლო დღეებში მუსონური წვიმა და ხანძრებია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში

ბოლო დღეებში მუსონური წვიმა და ხანძრებია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში

Published on

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში მუსონური წვიმების შედეგად ბოლო ორი დღის განმავლობაში 50 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი NDTV ავრცელებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 27 დაღუპულზე. 
 
უმეტეს შემთხვევაში ხალხის დაღუპვის მიზეზი საცხოვრებელი სახლების სახურავის ჩამონგრევა, ხეებისა და ელექტროენერგიის ბოძების დაცემა გახდა. 
 
შტატის მთავარმა მინისტრმა იოგი ადითიანათჰმა ადგილობრივ ორგანოებს სამაშველო ოპერაციისა და ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა დაავალა.
 
 
პარიზში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა საფრანგეთის დედაქალაქის გარეუბანში მოხდა.
 
გავრცელებული ცნობით, ხანძარი თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე გაჩნდა და შემდეგ ქვედა სართულებზე სწრაფად გავრცელდა.
 
მაშველებმა ერთ-ერთ ბინაში 4 დაღუპულის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დედა და სამი შვილი არიან. ხანძრის შედეგად, 11 ადამიანიც დაშავდა.
 
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 
 
 
კალიფორნიაში ტყის ხანძარს პირველი მსხვერპლი მოჰყვა. სამაშველო სამსახურის ინფრომაციით, დაღუპულია ორი მეხანძრე, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობდნენ.
 
ჩრდილოეთ კალიფორნიაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ქარმა ხანძარი მდინარე საკრამენტოს მეორე სანაპიროზე გადაიტანა. იწვის რამდენიმე დასახლება. ცეცხლმა 500-ზე მეტი შენობა უკვე გაანადგურა. 90 ათას ადგილობრივს სახლების მიტოვება მოუხდა, თუმცა, იმის გამო რომ ცეცხლი მაგისტრალებს მიუახლოვდა, ევაკუაციის პროცესი ფერხდება.
 
რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ზოგიერთ რაიონში ვითარება უკონტროლოა. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ხანძრის ახალი კერები ჩნდება.
 
 
იაპონიაში ტაიფუნი „ჯონდარის“ მიახლოების გამო, 377 შიდა ავიარეისი გაუქმდა და ასევე ნაწილობრივ შეჩერდა საზღვაო მიმოსვლა. ამის შესახებ იაპონური ტელეარხი NHK იუწყება. 
ტაიფუნი „ჯონდარი“ წყნარი ოკეანიდან ჩრდილოეთ-დასავლეთით მიემართება და დღეს დილით იაპონიის სანაპიროს მიუახლოვდა.
სინოპტიკოსების თქმით, ტაიფუნი შემდეგ მიმართულებას შეიცვლის დასავლეთით და კანსაის რეგიონს დაარტყამს.
 
ტაიფუნის მიახლოებასთან დაკავშირებით, დაახლოებით 80 ათასმა ადამიანმა ევაკუაციის რეკომენდაცია მიიღო.

 

სიახლეები

არქიმანდრიტი ილია თოლორაია 5 ნოემბერს საპატრიარქოში დაიბარეს

არქიმანდრიტი ილია თოლორაია ამბობს, რომ 5 ნოემბერს, 13:00 საათზე, საპატრიარქოშია დაბარებული. თოლორაიას თქმით, ის...

აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა....

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნდება

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნდდება - ბრიუსელში „გაფართოების სამიტი“ თბილისის დროით...

ფიზიკურად გამისწორდნენ-გიორგი ახობაძე

ექიმი გიორგი ახობაძე აცხადებს, რომ თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარის შესახებ პროევროპული აქციების მონაწილემ სოციალურ ქსელში...