მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავის ციხესთან ქალმა პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია გაიმართეს

რუსთავის ციხესთან ქალმა პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია გაიმართეს

Published on

“დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი შვილის დედის, უკანონოდ დაპატიმრებული ელენე ხოშტარიას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ელენე უკვე ათი თვეა იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში და, ამავდროულად, მას არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვისთვის ელენე ხოშტარიასთვის 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სცილდება ნებისმიერ სამართლებრივ ჩარჩოს. ამას გარდა, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მას არ უტარდება მისი ქრონიკული დაავადებების მართვისათვის გადაუდებლად საჭირო და სპეციალური სამედიცინო პროტოკოლებით გათვალისწინებული პროცედურები, რითაც მის ჯანმრთელობას შეუქცევადი ზიანი ადგება. აღსანიშნავია, რომ, თავისუფლებაზე ყოფნის დროს, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და არღვევს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს.
თავისუფლება ელენე ხოშტარიას!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!
მარიკა არევაძე
თეონა ჭალიძე
დეა მეტრეველი
თინა ბოკუჩავა
თამი ჟორჟოლიანი
ხატია დეკანოიძე
ანა ნაცვლიშვილი
ნანა ტოხვაძე
ანა კობახიძე
ანი ქავთარაძე
სევდია უგრეხელიძე
ქეთი თურაზაშვილი
ეკა მიშველაძე
თეონა აქუბარდია
თამარ ყორღანაშვილი
მარი გელაშვილი
მაია კოპალეიშვილი
ნანა მალაშხია
თამარ ლალიაშვილი
რუსუდან თევზაძე
ეკატერინე მაისაია
თამთა ჯოლოხავა” – ნათქვამია განცხადებაში
 17 ივნისს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს. მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება და დაწერა: “ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება”

სიახლეები

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი სუსტდება, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს დარტყმები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით დარტყმები, შესაძლოა, გააძლიეროს. „პუტინი სუსტდება....

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, პირველი ლედები,...

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე 6 პირს 5-5 წლით, ხოლო ერთს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე, ექიმ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს, ასე­ვე და­ვით ჟღენტს, კონ­სტან­ტი­ნე კო­კა­ი­ას, კა­ხა­ბერ მჟა­ვა­ნა­ძეს, ზაქ­რო...