მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორც კი მკრუნალობის რეალური გეგმა შედგება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას...

როგორც კი მკრუნალობის რეალური გეგმა შედგება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვაცნობებ – ელენე ხოშტარია

Published on

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ახალ მიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, პასუხს აგებს ყველა სიტყვაზე, რომელიც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ბრიფინგზე თქვა.

ამასთან, ხოშტარიას განცხადებით, ბრიფინგის შემდეგ მასთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან.

“ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ რომ იქნება. როგორც კი მკრუნალობის რეალური გეგმა შედგება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვაცნობებ”- დაწერა “დროას” ლიდერმა.

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს გამო ღირსეული ადვოკატი, ჩვენთვის ყველასთვის საამაყო ადამიანი შოთა თუთბერიძე, მორიგ ჯერზე, სრულიად უსამართლოდ გახდა რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლი.

რა თქმა უნდა, ახალი არ არის ამ რეჟიმის პირობებში, როდესაც სიმართლის მთქმელ ადამიანს თავს ესხმიან, მაგრამ მაინც გასაოცარია, თუ რა ადვილად იტყუება ადამიანი, როდესაც თავის დაძვრენას ცდილობს. საცოდავი საყურებელია.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე , რომელიც შოთამ ბრიფინგზე თქვა. რეჟიმთან რაიმე დისკუსიაში შესვლის კი, არანაირი სურვილი არ მაქვს.

და ბოლოს, მეგობრებო, როგორც გუშინ შეგატყობინეთ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ რომ იქნება. როგორც კი მკრუნალობის რეალური გეგმა შედგება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვაცნობებ.
რუსთავის ქალთა ციხე”- წერს ხოშტარია.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...