მთავარისიახლეებიმსოფლიოლორა თორნტონი ციხეში ელენე ხოშტარიას გაუარესებულ მდგომარეობას ეხმაურება

ლორა თორნტონი ციხეში ელენე ხოშტარიას გაუარესებულ მდგომარეობას ეხმაურება

Published on

“მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი ციხეში ელენე ხოშტარიას გაუარესებულ მდგომარეობას ეხმაურება.

თორტონი “ოცნებას” ავტორიტარულ, პრორუსულ რეჟიმად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ საქართველოში ხალხს ციხეში საკუთარი აზრის გამოხატვის გამო სვამენ.

ჩემი მეგობარი ელენე, საქართველოში პოლიტიკური პატიმარია. პრორუსულმა, ავტორიტარულმა რეჟიმმა, “ქართულმა ოცნებამ”, ადამიანები ციხეში ჩასვა საკუთარი აზრის გამოხატვის, მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და ოპოზიციაში ყოფნის გამო. ამასთან, ციხის პირობები არაჰუმანურია”, – წერს ლორა თორნტონი.

გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.

შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...