მთავარისიახლეებიშსს-მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ

შსს-მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 76 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყებსი ცნობით, ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ჯამში ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

შსს-ს თქმით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...