მთავარისიახლეებიწითლიძე სააკაშვილის ინიციატივაზე-„ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას ემსახურება

წითლიძე სააკაშვილის ინიციატივაზე-„ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას ემსახურება

Published on

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ პარტიის გაძლიერების მთავარი გზა ახალი სახეების ჩართვაა. განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიაში ცვლილებები დააანონსა.

წითლიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ წლების განმავლობაში განახლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობდა და ნანუკა ჟორჟოლიანის შემოერთებაც პარტიისთვის „ახალი სიცოცხლის“ მომტანი იქნება.

“ნაციონალურ მოძრაობაში” 14 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო განახლება, ყოველთვის ემატებოდნენ ახალი კადრები და ეს მხოლოდ აძლიერებდა “ნაციონალურ მოძრაობას”. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ნანუკას შემოერთება იქნება ახალი სიცოცხლის გახსნა “ნაციონალური მოძრაობისთვის”. ნებისმიერი ახალი ადამიანი, რომელიც დაემატება “ნაციონალურ მოძრაობას”, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” სიძლიერე, შესაბამისად, იმ გამოწვევების, იმ სირთულეების ფონზე, რაც პარტიას ობიექტურად აქვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გვიპირებს გაუქმებას, პარტიამ უნდა ანახოს თავის ამომრჩეველს, როგორ აგრძელებს ბრძოლას, – ამბობს წითლიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისივე დაფუძნებულ პარტიაში რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს. სააკაშვილის Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.

სააკაშვილი თვლის, რომ პარტია უნდა გაიხსნას ახალი ხალხისთვის. “ძველი გამოცდილი კადრების დაფასების ფონზე უნდა შემოვიღოთ მოქნილობა, დეცენტრალიზაცია, სასწრაფოდ ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, შევქმნათ თანამედროვე ფანდრაიზინგის სისტემა”- დაწერა პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...