მთავარისიახლეებისაზოგადოებააჭარის ტელევიზიიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აჭარის ტელევიზიიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

Published on

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

დღეს, 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიგო, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოტივი, ტელევიზიაში გამოცხადებული რეორგანიზაციაა.

სამსახურიდან დაითხოვეს გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე, ასევე სხვა ჟურნალისტები – თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდი და სალომე გეგეშიძე.ირინა ყურუა მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება, ტელევიზიაში კრიტიკული აზრის ჩახშობას უკავშირდება.მაია მერკვილაძეც მიიჩნევს, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...