მთავარისიახლეებიშსს- სიძულვილის ენის წინააღმდეგ შექმნილი სამმართველო ამოქმედდა - ამ ეტაპზე 10 თანამშრომლით

შსს- სიძულვილის ენის წინააღმდეგ შექმნილი სამმართველო ამოქმედდა – ამ ეტაპზე 10 თანამშრომლით

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, “ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა”.

“სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.

სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.

საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით.

სამმართველოს თანამშრომლები, საქმიანობას განახორციელებენ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში” – აცხადებს შსს.

სიახლეები

როგორი ამინდი იქნება 2-4 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხალმოკლე...

ბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა

7 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი დაკავებულია გავრცელებული  ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს. , მის...

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...