მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ადვოკატები პროკურორ ლევან სალიას მათ საქმიანობაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ

ზუგდიდში ადვოკატები პროკურორ ლევან სალიას მათ საქმიანობაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ [Video]

Published on

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურმა კომიტეტმა სხდომა გამართა.სხდომაზე ადვოკატ იოსებ ჯანაშიასა და ბაჩუკი ყურაშვილის განცხადებები განიხილეს. როგორც ადვოკატები აცხადებენ მათ საადვოკატო საქმიანობაში უხეშად ერევა ზუგდიდის რაიონული პროკურორატურა რომელიც დაკავებულების ნათესავებს აძლევს მითითებას, თუ სურთ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს დაკავებულთან, დაკავებულების ნათესავებმა პროკურორ სალიას მიერ შეთავაზებული ადვოკატი უნდა აიყვანონ.მათი მტკიცებით, სწორედ ამიტომ, დაკავებულის ნათესავებმა კონკრეტულ საქმეებზე ჯანაშიასა და ყურაშვილის მომსახურეობზე უარი თქვეს. ადვოკატები ფაქტების გამოძიებას და პროკურორების დასჯას ითხოვენ.
 
„ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომა ჩატარდა. სხდომაზე განსახილველად წარდგენილი იყო ჩემი განცხადება, სადაც მე კომიტეტს წარვუდგინე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი, როგორც ადვოკატის საქმიანობა მეზღუდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ რაიონის პროკურორი ფაქტობრივად ახდენდა ჩემს დისკრედიტაციას მოცემულ საქმეებში. ანუ იმ საქმეებში, სადაც მე მონაწილეობას ვიღებდი. კომიტეტი ამასთან დაკავშირებით შესაბამის წვდომას მიიღებს, რაც წარედგინება შემდგომ ადვოკატთა ასოციაციას და ადვოკატთა ასოციაცია მთავარ პროკურატურას წარუდგენს თავის დასკვნას და რეკომენდაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ.
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...