მთავარისიახლეებიმსოფლიო205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

Published on

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს
 “205 უკრაინელი სახლშია.
დღეს რუსეთის ტყვეობიდან ბრუნდებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები. ეს არის 1000-1000-ზე გაცვლის პირველი ეტაპი.
გათავისუფლებულებს შორის არიან რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები. მათი უმეტესობა რუსულ ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. ისინი უკრაინას იცავდნენ მარიუპოლში და აზოვსტალში, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმისა და კიევის მიმართულებებზე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზეც.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენი ხალხის სახლში დაბრუნებაზე მუშაობს – უპირველესად, ჩვენს მებრძოლებს, რომლებიც უკრაინის გაცვლის ფონდს ავსებენ, და ჩვენს გუნდს. მადლობა ყველა პარტნიორს, ვინც უკრაინელების ტყვეობიდან გათავისუფლებაში გვეხმარება.
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ადამიანის დასაბრუნებლად, ვინც ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება”  წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ნაკლების ჩვენება

სიახლეები

ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ...

მოკლული მასწავლებლის დედა მალანიებს მიმართავს

მოკლული მასწავლებლსი საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას...

გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა

პარტია „საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის გადადებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა...

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...