მთავარისიახლეებისაზოგადოებაოპოზიციაში და პროტესტში ურთიერთგაშავების კამპანიის დამთხვევა შემთხვევითი არ არის - გვარამია

ოპოზიციაში და პროტესტში ურთიერთგაშავების კამპანიის დამთხვევა შემთხვევითი არ არის – გვარამია

Published on

კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირების და პროტესტში დაპირისპირების დამთხვევა შემთხვევითი არ არის.

გვარამიას თქმით, ადამიანები, ცინ იბრძვიან მომავლისთვის, არ შეიძლება „წარსულში ჩაბრუნებული მზერით“ მოქმედებდნენ.

თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში, – ამბობს გვარამია.

შევხედოთ, ჩემთვის გაუგებარ, ურთიერთგაშავების კამპანიას ოპოზიციაში, მარტო ალიანსში არა, მაგრამ რაღაცნაირად ალიანსის მიმართ, არა მხოლოდ შიგნით ვგულისხმობ, სხვების განცხადებებსაც და მეორეს მხრივ, შევხედოთ პროტესტში რა ხდება, რაღაც ურთიერთდაჭმა ასევე. ასეთი რამ, ურთიერთდამთხვევა დროში და შემიძლია ვთქვა, თემებშიც და მეთოდებშიც, შემთხვევით არასდროს ხდება. კიდევ ერთი – ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით მომავლისთვის, არ შეიძლება წარსულში ჩაბრუნებული მზერით ვიყოთ მუდმივად. ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს. ალიანსში პროცესები რთულია, არავის არ ეგონა, რომ ცხოვრება მარტივი იქნებოდა, არც ახლა მგონია, ერთადერთი რაზედაც ვიფქრობ არის ის, რომ ალიანსი შენარჩუდნეს. საფრთხე შექმნისთანავე იყო იმისი, რომ ვერ შენარჩუნებულიყო, რადგან უმარავი ისეთი ადამიანი, რომელიც იქ მოხვედრამდე, უბრალოდ გამარჯობას არ ეუბნებოდა ერთმანეთს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში, – ამბობს გვარამია.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...