მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

Published on

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი ამ დროისათვის დალუქულია.

ჯიჭონაიები ამბობენ, რომ თავის დროზე 6 ათასი ლარის ოდენობით თანხა ისესხეს ახლა კი ამ თანხის სანაცვლოდ 136 ათასიან სახლს ჰკარგავენ. 6 ათას ლარად შეიძინა ციცკაძემ ჩემი სახლი და 6 ათასის ნაცვლად, 136 ათას ლარიანი სახლს მართმევს. მთელი საქართველო ჰყავდათ ჩამოყვანილი აღსრულებას, არ ვიცი რას ელოდნენ, ვის ელოდნენ, რატომ უდგანან მევახშეებს გვერდზე, აზრზე არ ვარ. ჩემს სახლს მევაჭრება. 6 ათასად იყიდა ჩემი სახლი და უნდა სადღაც 65 ათასი, – ამბობს ოჯახის წევრი.

ოჯახის კიდევ ერთი წევრი ამბობს, რომ სესხის აღება კერძო პირისგან ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო მოუწიათ, თუმცა ვერც მისი გადარჩენა მოახერხეს.

მე ავადმყოფობის გამო გამოვიტანე ეს სესხი და ის ავადმყოფიც მომიკვდა. აგერ აის გარდაცვალების საბუთი და მე თუ ვტყუივარ? მე არ ვტყუივარ, საერთოდ. დალუქეს ეს სახლი, – ამბობს ოჯახის კიდევ ერთი წევრი.

ოჯახი ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და სახლს დაიბრუნებენ.

შეგახსეებთ, რომ დილიდან ზუგდიდში, წერეთლის ქუცაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. აღსრულება სახლიდან ჯიჭონაიების ოჯახს ასახლებდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

სიახლეები

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...

პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს – ჯო უილსონი

ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს, - განცხადება ამის...