მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეიდან მდინარეებში წყლის დონის მატებასა და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურებას ვარაუდობენ

დღეიდან მდინარეებში წყლის დონის მატებასა და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურებას ვარაუდობენ

Published on

საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მატება, მთიან ზონებში კი, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, დღეიდან 23 ივლისამდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ასევე, ნავარაუდევია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. 

სიახლეები

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...