მთავარისიახლეებისაზოგადოებამეშახტეების საპროტესტო აქცია ტყიბულის ცენტრში

მეშახტეების საპროტესტო აქცია ტყიბულის ცენტრში

Published on

 ტყიბულის მერიის შენობასთან მეშახტეების აქცია მიმდინარეობს. ისინი მინდელის სახელობის შახტის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ.. ასევე, მოითხოვენ,  არ დაილუქოს შახტები, რადგან ის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და  თუ დალუქვა მოხდა  მეშახტეებმა უნდაა მიიღონ შრომის ანაზღაურების გარანტიები. 
 
,,ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიმართ ნდობა არა გვაქვს .მიზეზები აქ ერთი არ არის, აქ არის სისტემა, დანაშაულის სისტემა არის, ბრალეულობათა სისტემა არის აქ, დაწყებული გენერალური დირექტორიდან, დამთავრებული ალბათ, ცვლის უფროსამდე, რომელიც იქ შახტში დაიღუპა, იმის ჩათვლით,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ.
 
ამ წუთებში აქციის მონაწილეები  ტყიბულის მაჟორიტარ-დეპუტატს,ელგუჯა გოცირიძეს  ხვდებიან.ისინი მაჟორიტარ-დეპუტატს სთხოვენ დახმარებას,  შეიცვალოს "საქნახშირის" ადმინისტრაცია და მათი ეს მოთხოვნა  პრემიერს ადმინისტრაციას გააცნოს. 
 
„ადმინისტრაცია თუ არ აპირებს გადადგომას, ეს ხალხი გაუკეთებს იმას, რაც არის გასაკეთებელი. თქვე კაი ხალხო, საქართველოს პრემიერი შეიცვალა, პირველი კაცი და პროკურორი შეიცვალა, ვინ გდია ჩვენი ადმინისტრაცია, რომელიც არ აპირებს ადგილების დათმობას. ჩვენ რა თქმა უნდა, მოვითხოვთ და ვთხოვთ, პრემიერს, სხვა გზა აღარ დაგვრჩენია ამ გაჭირვებულ და წყალწაღებულ ხალხს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, და სისხლიან ხალხს, ჩვენ ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, რომ რაღაც მოგვაქციოს ყურადღება,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ.
 
აქციას  პროფკავშირის წევრებიც შეუერთდნენ. 
 
მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 მეშახტე დაშავდა. აქციის წევრები აცხადებენ, რომ ახალი ხელმძღვანელობის დროს უსაფრთხოების სისტემა, თითქოს, გაუმჯობესდა, თუმცა, მათი თქმით, ბოლო ტრაგედია სწორედ უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.
 
 
 
 

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...