განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა მედიას რეზონანსული საქმის განხილვის გაშუქების შესაძლებლობა არ აქვს, რადგან სასამართლო სხდომა ისევ დახურეს.
შესაბამისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა – პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში არსებულ მოწმეთა სახელებისა და გვარების გაჟღერებით, შესაძლოა, საფრთხე შეექმნათ მოწმეებს და მათი ოჯახის წევრებს.
ლილუაშვილის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე აცხადებს, რომ სხდომის დახურვით და გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელის მოწერით, ისინი არათანაბარ დგომარეობაში იმყოფებიან. დაცვის მხარის სურვილია, სხდომები ღია იყოს. საბოლოოდ, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სხდომა დახურა.
ერთის მხრივ ჩვენ სახელმწიფო ბრალდება მუდმივად გვთავაზობს უწყევტ რეჟიმში ინფორმაციის მიწოდებას სოციუმისთვის, რაც მათი ნებისმიერი ბრალის წარდგენას წარმოადგენს, თუმცა დაცვის მხარე ორმხრივად არის შეზღუდული თავის პოზიციის საჯაროდ გაჟღერებაზე. ეს არის ინფორმაციის გაუხმაურებლობის ხელწერილზე ხელმოწერა ადვოკატების მიერ და ამასთანავე, რაც გრიგოლ ლილუაშვილი წარმოდგენილ იქნა სასამართლოში, ყოველ ჯერზე ხდება პროკურორის მხრიდან შუამდგომლობის დაყენება სხდომის დახურვასთან მიმართებით იმ არგუმენტით, რომ თურმე შესაძლოა მოწმეებზე, რომლებიც არ უნდა გახმაურდეს და ასეულობთ მოწმეა გამოკითხული, მათზე შეიძლება მოხდეს ზემოქმდება, მათ ოჯახის წევრებს შეიძლება დაემუქროთ საფრთხე და ა.შ. მასე ყველაფრის საფრთხე არსებობს. მეც რომ გრიგოლ ლილუაშვილის დაცვას ვახორციელებ, როგროც ადვოკატი, შეიძლება ჩემს მიმართაც არსებობდეს საფრთხე.
საზოგადოებაც ახლა ისმენს, რომ ასეულობთ მოწმე არსებობს, რომელიც იძლევიან რაღაც კონკრეტულ ჩვენებას. როდესაც ვსაუბრობთ ასეულობით მოწმეზე, რა შემხებლობა აქვთ მათ საერთოდ ბატონ ლილუაშვილის საქმესთან? ჩვენ რატომ გვინდა, რომ პროცესი იყოს გახსნილი – ეს ბრალდებსი მხრიდან იცით რით არის ნაკარნახევი? სოციუმისთვის მაქსიმალურად შეიზღუდოს ინფორმაცია და პროკურატურის მიერ გაჟღერებული ბრალი, რომელიც იმიტაციას ქმნის, რომ თითქოს ლილუაშვილის მხრიდან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით თურმე ისეთი შემადგენლობისაა, რომ შეიცავს რეალურად დანაშაულის ნიშნებს – აი ამგვარი შეფუთვა მიეცას ბრალს.
ხურავთ ამ პროცესს გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო კომენტარსაც ვერ ვაკეთებთ დაცვის მხარე სატელევიზო სივრცეში და ფაქტობრივად, დომინანტის პოზიციით გვევლინება ბრალდებსი მხარე, რომელიც ბრიფინგებს მართავს, მათ შორის სიუჟეტებს ამზადებინებს ამა თუ იმ სატელევიზიო სივრცეს, საიდანაც სხვათაშორის რაიმე ჩართულობა არ მოუთხოვიათ, მაგრამ რომ შემოეთავაზებინათ, რეალურად გამოდის, რომ ვერ ვამბობთ შიგთავსს, რაც სისხლის სამართლის საქმეშია. მე მაინტერესებს, აი აქ წარმოდგენილმა ობიექტურმა წარმომადგენელმა, რომელმა შეიძლება ვინმეზე ზემოქმედება მოახდინოს? მაქსიმალური შეზღუდვა ბრალდებულს შეიძლება ჰქონდეს პირობითად მოწმეებთან ურთიერთობაში. ამ კონკრეტულ შემთვევაში ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, რომ აქ წარმოდგენილი სოციუმი რაიმე სახით რომელიმე მოწმეზე ზემოქმედებას მოახდენს?”, – განაცხადა ადვოკატმა სხდომის დახურვამდე.
დღეს წინასასამართლო სხდომაა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. შესაძლოა დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიებაც გადაიხედოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექს-მაღალჩინოსანს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2025 წლის 24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.