მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა - პენიტენციური ამას წნევის ვარდნით ხსნის

მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა – პენიტენციური ამას წნევის ვარდნით ხსნის

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტეს, მდგომარეობის შეფასებისთანავე, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი დახმარება გაეწია, რის შემდეგაც წნევა დარეგულირდა და მდგომარეობა გაუმჯობესდა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციითვე, სააკაშვილი დაცემის შედეგად ფეხის ტკივილსაც უჩიოდა, თუმცა გარეგანი დათვალიერებითა და რენტგენოლოგიური კვლევით დაზიანება არ დადასტურდა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა, მიხეილ სააკაშვილმა საკანში გონება დაკარგა, დაცემის შედეგად თავისა და კიდურების დაზიანება მიიღო.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...