მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტმა მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე დაამტკიცა

პარლამენტმა მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე დაამტკიცა

Published on

101 ხმით 2-ის წინააღმდეგ – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, შალვა თადუმაძე პარლამენტმა მთავარ პროკურორად დაამტკიცა.საკანონმდებლო ორგანომ მთავარი პროკურორი 6-წლის ვადით აირჩია. შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც დაკავებული თანამდებობა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დატოვა.თადუმაძე კანდიდატად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა. ის მანამდე, ექვსი წლის განმავლობაში, მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივანი იყო. თადუმაძე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, მათ შორის, ის ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტიც იყო.
დღეს პარლამენტში შალვა თადუმაძეს უსმენდნენ.
მანამდე 11 ივლისს საპროკურორო საბჭოს 12 წევრმა მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძეს დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...