მთავარისიახლეებითბილისში კაცი დედის და ძმის მკვლელობისთვის დააკავეს – შსს

თბილისში კაცი დედის და ძმის მკვლელობისთვის დააკავეს – შსს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის ორი წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული დ.რ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო, დედას და ძმას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.რ. ბრალდებულის სახით დააკავა”. – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ლ“ და „კ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი - ინფორმაცია ეროვნული...

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...