მთავარისიახლეებიმსოფლიოტრამპი-ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია

ტრამპი-ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია

Published on

ირანის სამხედრო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია და ქვეყანა დამარცხების ზღვარზეა – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ირანმა უკვე დაკარგა საზღვაო ფლოტი, სამხედრო-საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემა და რადარები, ხოლო მისი ლიდერები „გაქრნენ“.
დონალდ ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად იყო ნავარაუდევი და გარკვეული სტრატეგიული ობიექტები ამ ეტაპზე განზრახ არ არის სამიზნეში აყვანილი.
ირანის ხელმძღვანელობა ორჯერ გავანადგურეთ. ახლა ახალი ჯგუფი მოდის, ვნახოთ, რა დაემართება მათ. ამჟამად მათ დაკარგეს საზღვაო ფლოტი, სამხედრო-საჰაერო ძალები, საჰაერო თავდაცვის სისტემა საერთოდ არ აქვთ, რადარი არ აქვთ, მათი ლიდერები გაქრნენ. ეს არის ექსკურსია, რომელიც ომისგან დაგვიცავს. მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია. ჩვენ გარკვეულ ობიექტებს ჯერჯერობით არ ვეხებით. ჩვენ მათ იმაზე ძლიერად დავარტყით, ვიდრე ისტორიის განმავლობაში პრაქტიკულად ნებისმიერ ქვეყანას დაურტყამს და ჯერ ეს დასრულებული არ არის. კიდევ ერთი რამ: ჩვენ შეგვიძლია დავარტყათ თეირანის იმ ნაწილებს და სხვა ადგილებს, რომელთა აღდგენაც მათთვის თითქმის შეუძლებელი გახდება — ჩვენ კი ეს არ გვსურს. ჩვენ შეგვიძლია, მათი ელექტროენერგიის სიმძლავრეები ერთ საათში დავშალოთ, მათ კი მის აღსადგენად 25 წელი დასჭირდებათ. ასე რომ, იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. ისინი პრაქტიკულად დამარცხების ზღვარზე არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას დაუყოვნებლივ დავასრულებთ. სრუტეები შესანიშნავ მდგომარეობაშია. ჩვენ მათი ყველა ნავი გავანადგურეთ. მათ რამდენიმე რაკეტა აქვთ, მაგრამ არც ისე ბევრი, – განაცხადა ტრამპმა.

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...