მთავარისიახლეებისაზოგადოებახუთი ადამიანი დაშავდა კახეთში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად

ხუთი ადამიანი დაშავდა კახეთში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად

Published on

ხუთი ადამიანი დაშავდა დღეს  კახეთში, სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად. მათგან ერთს უკვე უტარდება ოპერაცია  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში. იქვეა განთავსებული მეორე დაშავებული და ამ წუთებში აქ კიდევ სამ პაცენტს ელიან.
. სააგენტოს რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის  ხათუნა ჭონიაშვილისგანცხადებით  ინტენსიურ განყოფილებაშია ამ დროისათვის მოთავსებული  დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 
„შემოყვანილია ორი მოქალაქე, ერთთან აღინიშნება მუცლის ღრუს ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, პაციენტი აყვანილია საოპერაციო განყოფილებაში და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, დაფიქსირდა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და პაციენტი გადაყვანილი იქნება ინტენსიურ განყოფილებაში“- განაცხადა მან
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიერ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: 
. “მიმდინარე წლის 12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა – ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმური როტაციის მიზნით მიფრინ
ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს.სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც“''
 
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თელავის საავადმყოფოში დაშავებულების მოსანახულებლად  შსს მიისტრი გიორგი გახარია მივიდა.
 

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...