მთავარისიახლეებისაზოგადოებაადამიანის ამპუტირებული ნაწილები ყოფილი ფერმის შენობაში - რა ხდება სამტრედიის სოფელ მელაურში

ადამიანის ამპუტირებული ნაწილები ყოფილი ფერმის შენობაში – რა ხდება სამტრედიის სოფელ მელაურში

Published on

ტვ “პირველმა” აღმოაჩინა, რომ ადამიანის კიდურები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები სამტრედიაში მიტოვებული შენობაში მიმოფანტული. მიტოვებული ფერმის ტერიტორიაზე, ადგილობრივების ინფორმაციით, კლინიკებიდან გამოტანილ ადამიანის სხეულის ნაწილებს უცნობი პირები პარკებით ეზიდებოდნენ და ყრიდნენ – რაიონი ეპიდაფეთქების საფრთხის წინაშეა.

სხვადასხვა ოპერაციების დროს, კლინიკებში სხეულის ამპუტირებული ნაწილები სოფელ მელაურის მცხოვრებლებმა ყოფილი ფერმის ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინა აღმოაჩინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ თავდაპირველად ყურადღება მძაფრმა სუნმა მიიქცია. მოგვიანებით კი შემთხვევით აღმოაჩინეს ადამიანის ძვლები, რომლითაც ძაღლებმა გამოიტანეს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებიდან გამოტანილი ამპუტირებული სხეულის ნაწილებს აქ უკანონოდ ყრიან. 

მიტოვებულ შენობაში, სადაც ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა ადამიანის სხეულის ნაწილები ინახებოდა, „პირველის“ კამერის გამოჩენას განგაში მოჰყვა.როგორც ირკვევა,  ყოფილი ფერმის ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანი მუშაობს. ისინი ოფიციალურად რას საქმიანობენ უცნობია. 

ადგილობრივების მტკიცებით, მათი  არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, მათი თქმით, სხეულის ნარჩენების გატანისა და ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, პრევენციული ღონისძიება არ გაუტარებია. მოსახლეობა განმარტავს, რომ საფრთხის შესახებ შესაბამის უწყებებს რამდენჯერმე შეატყობინეს, თუმცა უშედეგოდ.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...