მთავარისიახლეებიპოლიტიკა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა '' და “ევროპული საქართველოს” წინასაარჩევნო შეთანხმება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა ” და “ევროპული საქართველოს” წინასაარჩევნო შეთანხმება

Published on

 
ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პრეზიდენტის ჯოზეფ დოულის ინიციატივით, „ევროპულმა საქართველომ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 
  
 შეთანხმება, რომელსაც ბრუსელში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ოფისში მოეწერა ხელი, მოიცავს 3 ძირითად პუნქტს:
 
1. პარტიები მხარს დაუჭერენსაპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურში გადასულ კანდიდატს ,,ევროპული საქართველოს” ან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  მხრიდან
2. კამპანიის დროს . არ ფოკუსირდებიან  განსხვავებებზე და თავს შეიკავებენ ერთმანეთზე თავდასხმისგან.
3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნები არის გადამწყვეტი ამჟამინდელი რეჟიმის შესაცვლელად.
 
 
 
 
“ჩვენ, საქართველოს პროევროპული ძალების წარმომადგენლები – “ევროპული საქართველო” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” –  ვიღებთ პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და ხაზს ვუსვამთ, რომ მხოლოდ თანამშრომლობას, ორმხრივ პატივისცემასა და ოპოზიციის ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია, დაუბრუნოს საქართველო დემოკრატიასა და მის პროევროპულ კურსს.   „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს ერთობას და იმოქმედებს, როგორც ამ შეთანხმების გარანტორი“, – ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ყოფილ...

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...