მთავარისიახლეებიანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

Published on

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს – ამის შესახებ დაკავებულმა მსახიობმა ციხიდან გამოგზავნილ წერილში დაწერა.

მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს! ამ სიმბოლური ტექსტით მინდა სოლიდარობა და გვერდში დგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი. ძალიან არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, “მეგობრებო”. ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. ასე იქნება ყოველთვის. თქვენამდეც და თქვენ შემდეგაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ ჩემი რჩევაა – სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია”, – წერია ჭიჭინაძის წერილში, რომელსაც ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

ბოლო დღეების განმავლობაში ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრი“ არაერთმა ცნობილმა მსახიობმა დატოვა, მათ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთი სატელევიზიო პროექტის გამო, საპროტესტო დემონსტრაციებისას დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს.

თეატრი დატოვეს: ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა, კახა კინწურაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა, ტასო ჭანტურაიამ, დავით ბეშიტაიშვილმა, მანუ თავაძემ, ლუკა და ირაკლი ჯაფარიძეებმა და სხვებმა.

2025 წელს თეატრდან გაუშვეს რეჟისორი დავით დოიაშვილი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მსახიობების დაკავებას ღიად აპროტესტებდა.

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...

აღმოვაჩინეთ კუსტარული ნარკოლაბორატორია – ამოღებულია 28 კგ-მდე მეთადონი-შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და 28 კგ-მდე...