მთავარისიახლეებიაღმოვაჩინეთ კუსტარული ნარკოლაბორატორია - ამოღებულია 28 კგ-მდე მეთადონი-შსს

აღმოვაჩინეთ კუსტარული ნარკოლაბორატორია – ამოღებულია 28 კგ-მდე მეთადონი-შსს

Published on

შსს-ს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და 28 კგ-მდე მეთადონი და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

“აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და 28 კგ-მდე მეთადონი. ეს ყველაზე დიდი რაოდენობის მეთადონია, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში აღმოჩენილია ნარკოლაბორატორიები, სადაც ნარკოდამნაშავეები კუსტარული წესით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფის უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა. პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო”. – თქვა ბრიფინგზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ბუხრაშვილმა.

ასევე, შსს-ს ცნობით, ამავე საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

საქმეზე გამოძიება 236-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 263-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...