მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

Published on

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევა მაშინ მოდა, როცა სამართალდამცველები დამნაშავის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ და მისი დაკავება სცადეს.

შსს-ს ცნობითვე, შემთხვევას წინ ბრალდებულსა და კიდევ ერთ მოქალაქეს შორის კონფლიქტი უძღოდა, რის შედეგადაც დაკავებულმა მეორე მამაკაცი ფეხის არეში დაჭრა.

ადგილზე სპეცრაზმია შეყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გ.შ დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრებმა ბრალდებულმა პირმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაზიანება მიაყენა 1983 წელს დაბადებულ მ.შ-ს.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან მალევე დაადგინეს.

გ.შ-ს საცხოვრებელ სახლთან, მისი დაკავების მიზნით მისულ სამართალდამცველებს ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ადგილზე საჭირო გახდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მობილიზება.

შიდა ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ წარმატებით ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად გ.შ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სიახლეები

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას...

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, გააძლიერეთ ლოცვა – ილია მეორე

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს...

„დაიცავი განათლება, ვიცავთ ილიაუნის“ – საპროტესტო მსვლელობა თბილისში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადმოინაცვლეს და მარჯვენა მხარე...