მთავარისიახლეებისაზოგადოებაოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

Published on

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესები რეალურ ანტიკორუფციულ პოლიტიკად არ მიაჩნიათ.

ოპოზიციის შეფასებით, სუსში მიმდინარე გამოკითხვები “ოცნების” ხელისუფლების სხვადასხვა კლანს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. როგორც “ლელოს” წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, ქვეყანაში სისტემური კორუფციის ნიშნები იკვეთება და მიმდინარე ქმედებები, მისი თქმით, კორუფციასთან რეალურ ბრძოლას არ ასახავს.

ჩვენ ვაკვირდებით იმას, თუ როგორ მიმდინარეობს “ქართული ოცნების” სხვადასხვა კლანს შორის დაპირისპირება, ბრძოლა. ამით რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში, რომ ქვეყანაში არის წარმოუდგენელი მასშტაბის სისტემური კორუფცია, რომ მასში ჩართულია სახელმწიფო მანქანის ყველა რგოლი. რა თქმა უნდა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ ბრძოლასთან კორუფციის წინააღმდეგ. ის, რომ კორუფცია არსებობდა, “ქართული ოცნებაც” ადასტურებს ამას, მაგრამ როდესაც რეჟიმი შეიცვლება, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მოუწევს ყველას პასუხის გაცემა იმ კორუფციულ დანაშაულებზე, რომელსაც სისტემურად სჩადიოდნენ, – ამბობს სიორიძე.

მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებს ხატია დეკანოიძეც. მისი განცხადებით, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას ინსტიტუციური რეფორმები და პოლიტიკური ნება სჭირდება, ხოლო სუსში დაწყებული გამოკითხვები ამ მოთხოვნებს ვერ პასუხობს.

ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კონკრეტულად ინსტიტუციური რეფორმა, სჭირდება პოლიტიკური ნება და სჭირდება ის, რომ ამ ქვეყნის მთავარი მმართველი არ იყოს ის ადამიანი, ივანიშვილი, რომელიც ახალისებს არა მარტო კლეპტოკრატიას და კორუფციას, არამედ თითონ მონაწილეობს სახელმწიფოს გაღარიბებაში. დიდი ხანია, ცნობილია ის ფაქტი, რომ, მაგალითად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ გამოუძიებია “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულება. მე არ ვიცი დავითაშვილს კონკრეტულად რაზე გამოჰკითხავს სუსი, მაგრამ მახსოვს კობახიძის და მდინარაძის სერიოზული წინააღმდეგობა, მათ შორის ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ლილუაშვილთან დაკავშირებით. სახელმწიფო უსაფრთხოებას თურმე იცავდა კაცი, რომელიც ქოლცენტრებს მფარველობდა, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

სუსში გამოკითხვების სერია გრძელდება. ანტიკორუფციულ სააგენტოში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხება ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი. არსებული ინფორმაციით, გამომძიებლების კითხვები გრიგოლ ლილუაშვილსა და შესაძლო კორუფციულ საქმეს უკავშირდება.

ვრცელდება ცნობები, რომ დავითაშვილი უწყებაში ამ თემაზე მანამდეც იმყოფებოდა. სუსში ასევე მივიდა გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი.

სიახლეები

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...

სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის...