მთავარისიახლეებიჭარბწონიანობა მავნე ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა - ყაველაშვილი

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

Published on

სპორტის განვითარება “ოცნების” ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე გადაიტანა. ივანიშვილის პრეზიდენტის განცხადებით, წარსულში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის სპორტის უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის გაუქმებამ და ინფრასტრუქტურის დასუსტებამ, სკოლებში სპორტის მასწავლებლების დეფიციტი და სისტემური პრობლემები გამოიწვია.

ამავე კონტექსტში მან ჯანმრთელობის მაჩვენებლების გაუარესებაზეც მიუთითა, რაც, მისი შეფასებით, იმ პერიოდის პოლიტიკას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ სპორტის განვითარება პრემიერმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. სპორტის განვითარებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია სპორტით განვითარება, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ნიშნავს. ადამიანის ყოველდღიურობაში სპორტული ცხოვრების ინტეგრაციის ხელშეწყობა ერის ჯანმრთელობის ხარისხის ზრდასთან ერთად უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, მავნე ზეგავლენისგან დაცვას.

არაერთი კვლევა ჩავატარეთ სპორტის კომიტეტის მეშვეობით და საგამოძიებო კომისია იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით. არაერთი მავნე დანაშაული გამოვლინდა, მაგრამ კიდევ ბევრი არის აღსანიშნავი.

განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურის განადგურებასთან ერთად, გააუქმეს სპორტის ინსტიტუტი. 7-წლიანი პაუზა იყო და დეფიციტი შეიქმნა სკოლებში სპორტის მასწავლებლების. ფიზიკის, ისტორიის და ქართულის მასწავლებლებს ჰქონდათ შეთავსებული, არც კი ატარებდნენ, ამან რა გამოიწვია – საქართველო არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობის სტატისტიკით ერთ-ერთი მოწინავე იყო ევროპის ქვეყნებში.

ეს ჭარბწონიანობა, შედეგი, რომელიც ამ მავნე [წინა] ხელისუფლებამ მოიტანა, ის იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ. განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი, – თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...