მთავარისიახლეებინიკა გვარამია თავისუფალია

ნიკა გვარამია თავისუფალია

Published on

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას პატიმრობის 8-თვიანი ვადა ამოეწურა.

შერეული ემოციები მაქვს. რა თქმა უნდა ყველას ნახვა მიხარია, ჩემი ცოლ-შვილის პირველ რიგში. მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს რომ არ დაგიმალოთ რომ ადამიანები იქ რჩებიან ჯერ კიდევ, არამხოლოდ ამ ციხეში, აგერ გვერდით ქალთა ციხეში უამრავი ადამიანი გლდანის ციხეში, იქით კიდე საბა [სხვიტარიძე] უხერხულობა გარდაიქმნება იმად, რომ მალე ბოლომდე ვიბრძოლებ მათი აქედან გამოსაყვანად. ასე ვგრძნობთ თავს ყველანი, რაღაცნაირად ნაკლოვანად, მაგრამ მთავარი, ის არის რომ მათი ძალა, შემართება და ენერგია გვაკლია.

აქ არის ნიკა [მელია], იცით ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, გვერდით ელენე, მიშა, მურთაზი, ხაბე ბევრია და არ მინდა ვინმე გამომრჩეს.

მზია [ამაღლობელი] ბრმავდება გვერდით აგერ ქალთ ციხეში, საბა აწამეს ისიც რუსთავშია, უამრავი ბიჭი, თუ ასაკიანი ადამიანი ზის ციხეში სამშობლოს სიყვარულისთვის… ეს ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, ვიდრე აქადე იყო” – თქვა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გათავისუფლების შემდეგ.

ნიკა გვარამიას ე.წ. თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 1-ელ ივლისს შეეფარდა.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც პოლიტიკოსმა არ გადაიხადა, რის შემდეგაც, გირაო პატიმრობით შეეცვალა. ის სასამართლო პროცესს არ დაესწრო და რუსთავის ციხესთან თავად გამოცხადდა.

სიახლეები

რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი...

რუხაძემ ლიბერთი ბანკი გაყიდა

ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 %...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...