მთავარისიახლეებინიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ

ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ

Published on

ადვოკატის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის, შეურაცხყოფას ედავებიან.

 “დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურიდან გამომძიებელი და მორიგ ჯერზე გვაცნობეს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ. გასაოცარია, ნიკა მელიას უპირებენ წაუყენონ მორიგი ბრალდება, უკვე სათვალავი აგვერია. საქმე შეეხება კვლავ მოსამართლის შეურაცხყოფის ეპიზოდს, რომელიც თითქოს მოხდა რამდენიმე თვის წინ გაზაფხულზე ჩატარებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე, მოსამართლე ქოჩქიანთან მიმართებით. აბსოლუტურად გაუგებარია, ჩვენ ყველგან ვესწრებოდით აღნიშნულ პროცესს, იქ მსგავსი არანაირი ინციდენტი ნიკა მელიას მხრიდან , ყოველ შემთხვევაში, მე არ დამიფიქსირებია. ეს ამ წელში უკვე მე-4 ბრალდებაა, როგორც ჩანს უნდათ ნიკას გატეხა, თუმცა ალბათ ვერ გაიცნეს ეს ადამიანი, რომ მიუხედავად ამ უსამართლობისა რაც მის თავს ტრიალებს მის თავს, იგი არა თუ გატყდა, არამედ ბევრად მოტივირებულია”  ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი TV პირველთან საუბრისას

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...