მთავარისიახლეებისაზოგადოება"უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა" - ვოლოდიმირ ზელენსკი

“უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

Published on

“უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “რამშტაინის” ფორმატისა და ევროპული საბჭოს შეხვედრების შეჯამებისას. მისი თქმით, უკრაინამ უკვე დაამტკიცა თავისი ძალა ბრძოლის ველზე და ფაქტობრივად გახდა ალიანსის ერთ-ერთი საკვანძო სამხედრო ძალა.”სწორედ ამიტომ, NATO-ს სჭირდება უკრაინა არა მხოლოდ დე-ფაქტო, არამედ დე-იურეც – ამბობს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „რამშტაინის“ შედეგების მიხედვით, ცხრა ქვეყანამ დაუჭირა მხარი Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების შესყიდვის პროგრამას, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარზე მეტია. გარდა ამისა, არსებობს შეთანხმებები დამატებით F-16 გამანადგურებლებზე, ხოლო პარტნიორებს ცალკე სთხოვენ თანხების გამოყოფას უკრაინელი სამხედროების კონტრაქტების დასაფინანსებლად. ზელენსკიმ პარტნიორები იმაშიც გააფრთხილა, რომ პუტინი სუსტდება პოლიტიკურად, ფრონტზე და ფიზიკურადაც, რის გამოც მან შესაძლოა გააძლიეროს უკრაინის ქალაქებზე რაკეტებითა და დრონებით დარტყმები.”ჩვენ გვინდა ეს ომი ზამთრამდე დავასრულოთ, დიპლომატიისა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების ხარჯზე” – თქვა ზელენსკიმ და
ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, ნუ გააჭიანურებენ ევროპის მშვიდობის ფონდიდან განბლოკილი €6 მილიარდის გამოყენებას. ეს თანხა საჭიროა საჰაერო თავდაცვისთვის, შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და ენერგეტიკის დასაცავად. მან ასევე გააფრთხილა პარტნიორები, რომ თუ ომი კიდევ ერთ ზამთარს გაგრძელდება, უკრაინას დასჭირდება დახმარების ცალკეული პაკეტი – გაზი, დიზელი, ენერგოაღჭურვილობა და სულ მცირე 300 რაკეტა საჰაერო თავდაცვისთვის ზამთრის პერიოდში.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...