მთავარისიახლეებისაზოგადოება"კომპანიის მოვალეობაში „წყაურის მოწყობა და ფილების დაგება არ შედიოდა“- მერია ბულვარის...

“კომპანიის მოვალეობაში „წყაურის მოწყობა და ფილების დაგება არ შედიოდა“- მერია ბულვარის დატბორვაზე

Published on

ცენტრალური ბულვარის ტერიტორია ნაწილობრივ დაიტბორა, მოქალაქეების თქმით, გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელია წვიმიან ამინდში.რატომ არ იქნა გათვალისწინებული წყალსაწრეტები, ზედაპირის სათანადო დაქანება და რატომ ჩაიბარა მერიამ ხარვეზებით პროექტი? ამ კითხვაზე უწყებაში „ოდიშინიუსს“ განუმარტეს, რომ მოხდება საკითხის ძირეული შესწავლა და პრობლემასაც მოაგვარებენ, გამოიცვლება ფილებიც. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ კომპანიის მოვალეობაში, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. წყაურის მოწყობა და ფილების დაგება არ შედიოდა.
ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის  რეკონსტრუქციის სამუშაოები  2017 წლის  ბოლოს დაიწყო. სამუშაოები შპს „გრინსერვისმა“ განახორციელა და მისმა  ჯამურმა ღირებულებამ 789 970,49 ლარი შეადგინა. პროექტის მიხედვით მოაჯირებიანი ხიდ-გადასასვლელები, სარწყავი სისტემა და წყალსაწრეტი უნდა გაკეთებულიყო, ასევე უნდა მომხდარიყო წყლის არხის დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება.
 
ფოტო: იაგო ფასანძე

სიახლეები

სტუდენტი გოგონების დაკავების გამო მათი უნვერსიტეტელები ორშაბათიდან გაფიცვას იწყებენ

სტუდენტი გოგონების დაკავებამ ქვეყანაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი ახალ საფეხურზე გადაიყვანა - ლიკა ლორთქიფანიძისა და...

FARA ძალაში დღეიდან შედის – ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"ოცნების" FARA ძალაში დღეიდან შედის -კანონის მიხედვით, FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება,...

ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა

ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამ წუთებში...

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით-ნიკა მელია

გირაოს გადახდაზე მელაპარაკებით, როცა ჩემს გატაცებაზე გიყვებით... ნუ გწყინთ, რომ მოსამართლეს ვერ გიწოდებთ -...