საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს. ინფორმაცია მედიას კადაფის ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა.
წყაროს ცნობით, საიფ ალ-ისლამ კადაფის საკუთარ ბაღში ოთხმა თავდამსხმელმა ესროლა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
საიფ ალ-ისლამის სიკვდილი ლიბიური ტელეარხი LANA-ს ეთერში მისმა მრჩეველმა, აბდალა ოთმანმაც დაადასტურა.
საიფ ალ-ისლამ კადაფი მამის მმართველობის დროს ჩადენილი ომის დანაშაულებისა და მკვლელობებისთვის საერთაშორისო ძებნაში იყო. 2021 წელს მან ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად რეგისტრაცია სცადა, თუმცა, საარჩევნო კომისიამ მას მონაწილეობის უფლება არ მისცა.