მთავარისიახლეებისამართალიშსს-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

შსს-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

Published on

საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.უწყება მოუწოდებს შემთხვევის თვითმხილველებს და მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე ყველა პირს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ გამოძიებასთან.„2018 წლის 6 ივლისს, ძველი თბილისის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ 1989 წელს დაბადებულ მინდია გოგოჭურს, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით ბარძაყის, მუხლისა და ქუსლის არეში მიაყენეს ჭრილობები. გოგოჭურს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.მინდია გოგოჭური მომხდართან დაკავშირებით გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დაჭრის დეტალებზე არ საუბრობს. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს შემთხვევის ადგილის და დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“- განაცხადეს შს სამინსიტროში.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...