მთავარისიახლეებისაზოგადოებამინისტრის მოადგილე თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის პროცესის დასრულების სავარაუდო დროს...

მინისტრის მოადგილე თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის პროცესის დასრულების სავარაუდო დროს ასახელებს

Published on

“ქართული ოცნების” განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, თსუ-სა და სტუ-ს რეორგანიზაციის პროცესის მინიმალური ვადა, ალბათ, 6 თვე იქნება, თუმცა ის, შეიძლება გაგრძელდეს.

გაბისონიას თქმითვე, რეორგანიზაციის პროცესის ვადაში ჩაკეტვა არსად ხდება.

როგორც გაბისონია აღნიშნავს, უნიოვერსტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრები შესაძლოა, ირაკლი კობახიძესთანაც გაიმართოს.

„ვადას რაც შეეხება – ალბათ, მინიმალური ვადა 6 თვე იქნება, თუმცა ის, შეიძლება, გასაგები მიზეზების გამო, გაგრძელდეს. რეორგანიზაციის პროცესის ვადაში ჩაკეტვა, ზოგადად, არსად ხდება, შესაბამისად, შესაძლებელია, პროგრამების დადარების ნაწილში იყოს პრობლემა, ასევე, ძალიან ბევრი პრობლემა იქნება საოპერაციო ნაწილში. გუშინ გვქონდა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ამაზე საუბარი და გვაჩვენეს ისეთი ტიპის ტექნიკური გამოწვევები, რომლებიც სამინისტროს პოზიციიდან შეიძლება დეტალებში არ ჩანდეს. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. მინისტრი ქვეყანაში არ იმყოფება, ის ვიზიტით, იერუსალიმშია წასული. ვფიქრობთ, ის პარასკევისთვის უკვე ქვეყანაში იქნება და საშუალება გვექნება შეხვედრები მყისიერად მოვაწყოთ. ასევე, შესაძლებელია, პრემიერ-მინისტრთანაც. მოკლედ, ეს კონსულტაციები გრძელდება. დღეს მე ვხვდები თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და შესაბამისად, საშუალება გვექნება, რომ თსუ-ს თვალსაზრისიც მოვისმინოთ თავიდან ბოლომდე. გუშინდელის მსგავსად, მოვინიშნავ ყველა საკითხს და მინისტრის დაბრუნებისთანავე, მათ ექნებათ პასუხები გაცემული,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სიახლეები

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...

ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე უფლებების დარღვევა დაადგინა

ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე უფლებების დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ იურისტი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ...

ირაკლი ფაცაციამ ზუგდიდის კრიმპოლის უფროსის თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ფაცაციამ თანამდებობა დატოვა. როგორც ირკვევა, კრიმპოლის უფროსმა სამსახურიდან...

პარლამენტის საგაზაფხულო სესია აქციის ფონზე გაიმართება

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს, 3 თებერვალს გაიხსნება. პირველივე სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის...