მთავარისიახლეებისაზოგადოებაეკატერინბურგიდან თბილისში გადმოსული რუსი მიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

ეკატერინბურგიდან თბილისში გადმოსული რუსი მიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

Published on

რუსული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი იპოვეს 40 წლის ალექსანდრ კოროვნიკოვი, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეკატერინბურგიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვიდა. 

გავრცელებული ცნობებით, კოროვნიკოვთან დაკავშირება 1-ელი იანვრიდან ვერ ხდებოდა და ის ბოლოს 30 დეკემბერს ჰყავდათ ნანახი, აღმაშენებლის გამზირზე. პოსტებში ასევე წერდნენ, რომ კოროვნიკოვს ეპილეფსია ჰქონდა და 31 დეკემბრამდე, სავარაუდოდ, ნორიოს ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში ცხოვრობდა. 

ASTRA-ს მიხედვით, ალექსანდრის მამასთან საუბარზე დაყრდნობით მისმა მეგობარმა 30 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოროვნიკოვი მოკლული იპოვეს, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის მხრიდან მიმდინარეობს რუსეთში ცხედრის გადასასვენებლად საჭირო პროცედურების გავლა. 

“საშას მამას ველაპარაკეთ. საშა მოკლული იპოვეს. საქართველოში რუსეთის საელჩოს ამჟამად ცხედარი რუსეთში გადაჰყავს. ინფორმაცია საშას მამისგან მივიღეთ.” – დაწერა მეგობარმა 30 იანვარს. 

ტელეგრამ არხები წერენ, რომ გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ან ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. 

ASTRA წერს, რომ კოროვნიკოვი ეკატერინბურგში დაიბადა და ურალის ფედერალური უნივერსიტეტი დაამთავრა. 2022 წლის შემოდგომაზე კი საქართველოში ემიგრირდა, რის შემდეგაც მუშაობა თეატრში დაიწყო. 

-“ტაბულას” ინფორმაცია-

სიახლეები

ქუთაისში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშუალებს. არსებული...

ეუთოს 24 ქვეყანა მოუწოდებს ივანიშვილს შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

24–მა პარტნიორმა ქვეყანამ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე მომხსენებელ ანგელიკა ნუსბერგერის ანგარიში მოისმინა, რის შემდეგაც საქართველოში...

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...