მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილი პრემიერი აღარ არის, მაგრამ არ არის გარკვეული, რჩება თუ არა...

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერი აღარ არის, მაგრამ არ არის გარკვეული, რჩება თუ არა ,,ქართულ ოცნებაში”

Published on

 ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია "ქართული ოცნების" ვებგვერდზე პოლიტსაბჭოს წევრთა ჩამონათვალში აღარ ფიგურირებს. 15-კაციან შემადგენლობაში ახლა 14 ადამიანია დარჩენილი.  მედიაში გამოითქმის ვარაუდი, რომ  გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნებიდან" გარიცხეს, თუმცა ამ ინფორმაციას პარტიაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ
 
პარლამენტის პირველმა ვიცესსპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახელის ამოღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებში განაცხადა, რომ , მმართველი პარტიიდან გიორგი კვირიკაშვილის გარიცხვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განმარტებით, კვირიკაშვილი პოლიტსაბჭოში წარმოდგენილი იყო, როგორც მოქმედი პრემიერმინისტრი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 
 
"ვინაიდან პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის შეცვლის თაობაზე, მმართველი პარტიის მთავარ პოლიტიკურ ორგანოშიც ბუნებრივია, რომ ეს ჩანაცვლება მოხდება და შესაბამისად, უკვე მოქმედი პრემიერმინისტრი დაიკავებს ამ ადგილს", – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. რაც შეეხება  გიორგი კვირიკაშვილის პარტიიდან გარიცხვას,  თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ამას ვერ დაადასტურებს და  დარჩება თუ არა პარტიაში ყოფილი პრემიერმინისტრი,  რომ ეს გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია.
 
 
 
 

 
 

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...