მთავარისიახლეებიპოლიტიკავის ჭრის ყურს საქართველოს ჰიმნი ?

ვის ჭრის ყურს საქართველოს ჰიმნი ?

Published on

 კომპოზიტორ გია ყანჩელის იდეაა საქართველოს ჰიმნი შეიცვალოს და ახალი ჰიმნი "სამშობლოს" საფუძველზე  გაკეთდეს – წერს გაზეთი "რეზონანსი"
 
სტატიაში ნათქვამია, რომ ქართველი გია ყანჩელის  შეფასებით, ახლანდელი ჰიმნი – "თავისუფლება" – შესასრულებლად რთულია და მუსიკალური აკომპანიმენტის გარეშე მისი შესრულება არაეფექტურია. მას კონკრეტული მოსაზრებაც აქვს, თუ რომელიც ცნობილი მელოდიის მოტივზე უნდა შეიქმნას საქართველოს ახალი ჰიმნი. ყანჩელის თქმით, "გაერთიანებულ ქვეყანას დაამშვენებდა სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და ამავე დროს ადვილად სასიმღერო სახელმწიფო ჰიმნი". მისივე აზრით, კომპოზიტორ ანდრია ყარაშვილის მიერ შექმნილი სიმღერა "სამშობლოს" პირველი ნაწილი "წარმოადგენს სრულყოფილ, ადვილად სამღერ (თანხლების გარეშე) სიმარტივითა და ამავე დროს დიდებით აღსავსე ბრწყინვალე ჰიმნს", ხოლო ახალი ჰიმნისთვის სიტყვების დაწერა, ყანჩელის აზრით, დავით მაღრაძემ უნდა ითავოს. ყანჩელისვე განცხადებით, ნიკოლოზ რაჭველი და სიმონ ჯანგულაშვილი არიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ამის საკადრისად ასრულებას".
 
"კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ჰიმნის შესაცვლელად საკონსტიტუციო ცვლილება არ იქნება საჭირო. ამისთვის საკმარისია პარლამენტმა "საქართველოს ჰიმნის შესახებ კანონში" შეიტანოს ცვლილება. "კონსტიტუციაში კონკრეტულად არ არის დაფიქსირებული, თუ რა არის საქართველოს ჰიმნი. კონსტიტუცია ადგენს, რომ სახელმწიფო სიმბოლიკა განისაზღვრება ორგანული კანონის მიხედვით ანუ უნდა გადაისინჯოს "კანონის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ. ამისთვის საჭიროა პარლამენტში შევიდეს შესაბამისი საკანონდებლო ინიციატივა, პროცედურები გაგრძელდება და ის დაადგენს, საჭიროა თუა არა ცვლილება. თუ რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი ცვლილება – მე ვერ გეტყვით" – აცხადებს დემეტრაშვილი. მისივე თქმით, დღეს მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით არ არის დადგენილი ჰიმნის მიღების წესები. ამ წესებს ადგენდა საქართველოს პირველი საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, მაგრამ ის უკვე აღარ მოქმედებს", – აღნიშნავს გამოცემა.
 
"ჯერ მოქმედებს 1995 წლის კონსტიტუციის ის რედაქცია, რომელიც 2010 წლის 15 ოქტომბრით არის დათარიღებული. არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება ახალი რედაქცია, მაგრამ იმ ახალ რედაქციაშიც არ დაკონკრეტებული, რომელია ჩვენი სახელმწიფო ჰიმნი, დროშა და ა.შ. იქაც ბლანკეტური ნორმაა, რომ ამას განსაზღვრავს ორგანული კანონი", – ამბობს კონსტიტუციონალისტი, რომელიც აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივით მთავრობას შეუძლია პარლამენტში შეიტანოს შესაბამისი კანონპროექტი. საპარლამენტი უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ გია ყანჩელის პარლამენტში განხილვას არაფერი უშლის ხელს… გამოაცხადებს თუ არა კულტურის სამინისტრო ახალი სახელმწიფო ჰიმნის შესარჩევად კონკურსს, ჯერჯერობით უცნობია – როგორს სამინისტროში "რეზონანსს" განუცხადეს, ახლო მომავალში სახელმწიდო სიმბოლიკის შეცვლის პროცედურა შესაძლოა მნიშვნელოვნად გართულდეს", – დასძენს გამოცემა.
 

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...