მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს

Published on

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დაკავებულია – ილია ღუდუშაური გუშინ საღამოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დააკავეს.

ინფორმაციას  ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი ადასტურებს. რას ედავებიან ყოფილ მაღალჩინოსანს, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც უფლებადამცველი ამბობს, ამის შესახებ მას შემდეგ გახდდება ცნობილი, რაც ყოფილი მაღალჩინოსანს ბრალი წარდგენება და დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცემა.

დიმიტრი მჭედლიშვილი ილია ღუდუშაურთან წინასწარი დაკავების იზოლატორში დღეს უნდა შევიდეს.

ცნობისთვის, გუშინ დაკავებული ექს-მაღალჩინოსანის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური რამდენიმე თვის წინ დაააკავეს.

საბოლოოდ, თანხის გაფლანგვაში ბრალდებული მაღალჩინოსანი 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.

რაც შეეხება ილია ღუდუშაურს, ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილის მოადგილედ 2022 წლის 3 იანვარს დაინიშნა და ამ პოსტს 2024 წლის მარტამდე იკავებდა.

ილია ღუდუშაური ჯანდაცვის სამინისტროში საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

ტვ პირველი

სიახლეები

საგამოძიებო სამსახური – ილია ღუდუშაურმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გუგა თავბერიძის განმარტებით, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა...

ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა - უკრაინის საგანგებო...

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი – კლერ ტუოდე

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში საფრანგეთის მუდმივი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებაშია ნათქვამი. „დაინიშნოს მიხაილო...