მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმთავარი თეზისები დავოსში ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლიდან

მთავარი თეზისები დავოსში ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლიდან

Published on

ძირითადი დეტალები დავოსში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლიდან, რომელსაც ხანგრძლივი აპლოდისმენტები და შემდგომი განხილვები მოჰყვა. მსოფლიო ლიდერებმა და პრესამ ეს გამოსვლა ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნია, გამომდინარე სწორად დასმული აქცენტებიდან:
 “გასულ წელს, აქ, დავოსში, ჩემი გამოსვლა დავასრულე სიტყვებით: “ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი“. ერთი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა.”
💬 “რატომ შეუძლია ტრამპს ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების შეჩერება და ნავთობის კონფისკაცია, ხოლო ევროპას — არა?”
💬 “შეხვედრა ტრამპთან იყო კარგი.
პუტინმა მოახერხა, რომ ევროპამ ვერ გამოიყენოს გაყინული აქტივები უკრაინის დასახმარებლად.
მადურო ნიუ-იორკის ციხეშია, პუტინი კი არა.
ევროპას უყვარს მომავალზე საუბარი, მაგრამ ქმედებებს თავს არიდებს.”
💬 “რუსული ნავთობი პირდაპირ ევროპის სანაპიროების გასწვრივ გადაიზიდება, და სწორედ ეს ნავთობი აფინანსებს ომს უკრაინის წინააღმდეგ.
ეს პირდაპირ უწყობს ხელს ევროპის დესტაბილიზაციას.
რუსული ნავთობი უნდა შეჩერდეს, დაყადაღდეს და გაიყიდოს ევროპის სასარგებლოდ. რატომ — არა? თუ პუტინს ფული არ ექნება, ომიც არ იქნება. ხოლო თუ ევროპას აქვს რესურსები, მას შეუძლია საკუთარი ხალხის დაცვა.”
💬 “ირანში მიმდინარე პროტესტებზე ძალიან ბევრი საუბარი იყო, მაგრამ ის სისხლში ჩაიხრჩო. მსოფლიო ირანელ ხალხს საკმარისად არ დაეხმარა; გვერდზე დგომა არჩია.“
💬 “ბელარუსი 2020 წელს ყველაზე ნათელი მაგალითია. მაშინ ბელარუს ხალხს არავინ დაეხმარა. და დღეს ბელარუსში განთავსებულია რუსული „ორეშნიკის“ რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი ევროპის დედაქალაქების უმეტესობას სწვდება.
ეს არ მოხდებოდა, ბელარუს ხალხს რომ გაემარჯვა 2020 წელს.”
💬 “ყველამ ყურადღება მიაქცია გრენლანდიას და ცხადია, ლიდერების უმეტესობამ არ იცის, რა უნდა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, ყველა უბრალოდ ელოდება ამერიკის ამ თემაზე რეაგირებას, იმ იმედით, რომ ეს საკითხი გადაივლის.
მაგრამ რა მოხდება, თუ ეს ასე არ მოხდება – მაშინ რა მოხდება?”
💬 “ევროპამ უნდა ისწავლოს საკუთარი თავის დაცვა. გრენლანდიაში 14 ან 40 ჯარისკაცის გაგზავნა — რას უნდა მიაღწიოს ამით? რა გზავნილია ეს პუტინისათვის? ჩინეთისათვის? და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია — რა გზავნილია ეს დანიისთვის?”
💬 “დღეს ევროპა ძირითადად იმ რწმენაზეა დამოკიდებული, რომ საფრთხის შემთხვევაში ნატო იმოქმედებს. თუმცა, არავის უნახავს ალიანსი სრულად გამოსაცდელად.
თუ პუტინი ლიტვის აღებას ან პოლონეთზე თავდასხმას გადაწყვეტდა, ვინ უპასუხებდა?
ნატო არსებობს იმის რწმენის წყალობით, რომ შეერთებული შტატები იმოქმედებს – რომ ის განზე არ გადგება და დაეხმარება. მაგრამ რა მოხდება, თუ ამას არ გააკეთებს?”
💬 “ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, თუ რუსული სამხედრო ხომალდები გრენლანდიას მიუახლოვდებიან, უკრაინას ამაში დახმარება შეუძლია.
მათ შეუძლიათ გრენლანდიასთან ისევე ჩაიძირონ, როგორც ყირიმთან.”
💬 “დღეს ტრამპთან ვისაუბრეთ ცის დაცვის შესახებ.
ეს ნიშნავს სიცოცხლის დაცვას უკრაინაში“
💬 “ნუთუ უფრო იაფი და მარტივი არ იქნებოდა უბრალოდ რუსეთს მოვწყვიტოთ ის კომპონენტები, რომლებიც რაკეტების წარმოებისთვის სჭირდება — ან საერთოდ გავანადგუროთ ის ქარხნები, სადაც რაკეტებს ამზადებენ? შარშან დროის უმეტეს ნაწილს ვხარჯავდით დისკუსიაზე, უნდა მიეღო თუ არა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი იარაღი.
ახლა ამაზე აღარავინ ლაპარაკობს — თუმცა რუსული რაკეტები და „შაჰედის“ დრონები ისევ დაფრინავენ. ჩვენ დღესაც ვიცით იმ ქარხნების კოორდინატები, სადაც ისინი იწარმოება. ახლა უკრაინას უტევენ, მაგრამ ხვალ ეს შეიძლება ნატოს ნებისმიერი ქვეყანა იყოს.
და აქ, ევროპაში, მუდმივად გვეუბნებიან, რაზე არ უნდა ვისაუბროთ: არ ახსენოთ „ტომაჰავკები“, არ წამოწიოთ გარკვეული სარაკეტო სისტემები, როგორიცაა „ტაურუსი“, არ გააღიზიანოთ ესა თუ ის მოკავშირე.
როცა საქმე თურქეთს ეხება, დიპლომატები ამბობენ: „საბერძნეთი არ გააღიზიანოთ.“ როცა საქმე საბერძნეთია — გვაფრთხილებენ: „თურქეთთან ფრთხილად იყავით.“
💬 “იმის ნაცვლად, რომ ნამდვილ გლობალურ ძალად ქცეულიყო, ევროპა კვლავაც ლამაზ, მაგრამ დანაწევრებულ მცირე და საშუალო სახელმწიფოების ერთობლიობად რჩება. იმის ნაცვლად, რომ გადამწყვეტი პასუხისმგებლობა აიღოს თავისუფლების დაცვაზე მთელ მსოფლიოში — განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკის ყურადღება სხვა მიმართულებებზე გადადის — ევროპა დაკარგულად გამოიყურება.
ზოგი ცდილობს დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ კურსი შეცვალოს. მაგრამ ის ამას არ გააკეთებს.
პრეზიდენტ ტრამპს უყვარს ის, ვინც არის. ის ამბობს, რომ უყვარს ევროპა — მაგრამ ასეთ ევროპას ის არ მოუსმენს.”
💬 “ევროპა ჯერ კიდევ უფრო ჰგავს გეოგრაფიას, ისტორიას, ტრადიციას და არა რეალურ პოლიტიკურ ძალას, ევროპა არ არის დიდი ძალა.”

სიახლეები

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...