მთავარისიახლეებინინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

Published on

“ოცნების” დეპუტატ ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად სამოქალაქო აქტივისტი წერს.

“ნინო წილოსანის ჯიში მოვტყანის” გამო აღძრული საქმე.
“დეტექტივი კალანდია” – აი რითი არიან ქოცი დეტექტივები დაკავებული 
წიგნი არ წაუკითხავთ, სერიალი მაინც ნახონ ამ უპატრონოებმა დეტექტივებზე”- წერს ნატა ფერაძე.

ირკვევა, რომ ოქმის შემდგენელმა პოლიციელმა, ირაკლი კალანდიამ ფბ-ის სქროლვისას აღმოაჩინა, რომ 2025 წლის 21 დეკემბერს ნატალია ფერაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნინო წილოსანს.

რას წერს ოქმში პოლიციელი:

2025 წლის 24 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა ირაკლი კალანდიამ სასამართლოში წარდგენისა და სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით დავათვალიერე ნატალია ფერაძის ფეისბუქ გვერდი https://www.facebook.com/nata peradze, რომლის დათვალიერების შედეგად აღმოვაჩინე, რომ 2025 წლის 21 დეკემბერს ნატალია ფერაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს – ნინო წილოსანს.

აღნიშნული ფეისბუქ გვერდზე გაკეთდა რი სქრინშოთი, თარიღისა და ტექსტის იდენტიფიცირების მიზნით. სქრინშოთები დაერთვება სამართალდარღვევის საქმეს და წარედგინება სასამართლოს მტკიცებულების სახით.

შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

დეტექტივი ირაკლი კალანდია

სიახლეები

საიამ რუსეთის წინააღმდეგ ქართველი სამხედროების საჩივრებზე სტრასბურგში პოზიცია წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით, რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს...

POG- შსს-ს თანამშრომელი დაცვის პოლიციის თანამშრომლებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა

პროკურატურის ცნობით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი...

ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის

ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე „TV პირველს“ ტოვებს და პოლიტიკაში მიდის. დღეების წინ პროსახელისუფლებო არხის მიერ...

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ – განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მარში დააანონსეს

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების...