მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭიჭე შურ ქოდგ - საღამოსთვის გაწვიმდება, ვარაუდობენ სინოპტიკოსები

ჭიჭე შურ ქოდგ – საღამოსთვის გაწვიმდება, ვარაუდობენ სინოპტიკოსები

Published on

ცხელი დღეების და თითქმის ირი თვის უ წვომობისა და განსაკუთრებით ცხელი ბოლო დღეების  შემდეგ, რამაც ირგვლივ ყველაფერი გადახრუკა, დღეს დილიდან ოდნავ აგრილდა და წვიმის მოსვლის იმედი გაჩნდა. როგორ ც ჩვენში იტყვიან, ,,ჭიჭე შურ ქოდგ – ცოტა  ამოვისუნთქეთ და შესაძლოა ყანები და ბაღ-ბოსტნებიც გადაგვირჩეს.
 
ამ მოლოდინს ამყარებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა, რომ  დასავლეთ საქართველოში მომდევნო სამი დღის განმავლობაში წვიმა და ქარი გვექნება. სახელდობრ, სინოპტიკოსები ვარადუდობენ, რომ  მოსალოდნელია უხვი ნალექი და 
 ელჭექი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 22–27 გრადუსის ფარგლებში იქნება.  უთხრა, სამეგრელოში ხვალ საღამოდან იწვიმებს.
 
„დღეს საღამოსაც მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, თუმცა შედარებით ძლიერ ნალექს ხვალ საღამოს ველოდებით. წვიმიანი ამინდები შენარჩუნდება შვიდ ივლისამდე. მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, გაძლიერდება დასავლეთის ქარი“, – აღნიშნავს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი  დოდო გვაზავა
 
სინოპტიკოსების ცნობით, ჰარესი ტემპერატურა 8 ივლისიდან კვლავ მოიმატებს და  32 გრადუსამდე გათბება.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...