მთავარისიახლეებიირანის სასამართლოს მიხედვით, აქციების დროს დაკავებულ ერფან სოლთანის სიკვდილით არ დასჯიან

ირანის სასამართლოს მიხედვით, აქციების დროს დაკავებულ ერფან სოლთანის სიკვდილით არ დასჯიან

Published on

ირანის სახელმწიფო მედია სასამართლოს ციტირებს და წერს, რომ აქციებზე დაკავებულ 26 წლის ერფან სოლთანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი.

სასამართლოს მიხედვით, სოლთანის ქვეყნის შიდა უსაფრთხოებასთან დაპირისპირებასა და რეჟიმის წინააღმდეტგ პროპაგანდისტულ აქტივობებში ედება ბრალი”. თუმცა, აღნიშნული ბრალდება, დამტკიცების შემთხვევაში, სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ერფან სოლთანის რეჟიმმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Hengaw-ზე დაყრდნობით ირანის ადამიანის უფლებათა დოკუმენტაციის ცენტრი (IHRDC) წერს, რომ რეჟიმის წარმომადგენლებმა სოლთანის ოჯახს გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს და შეატყობინეს, რომ სასჯელის სისრულეში მოყვანა 14 იანვარს იგეგმებოდა.

ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე 15 დღის განმავლობაში, გრძელდება.

სიახლეები

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...

ავტოსაგზაო შემთხვევას ჩხოროწყუში 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,სოფელ ზუმის ტერიტორიაზე ავტომობილი ბოძს შეეჯახა. 21...

აშშ 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საემიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საემიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს. გამოცემა Fox News...