მთავარისიახლეებისაზოგადოებადავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაათენა.

დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაათენა.

Published on

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაათენა. სარალიძე მისი შვილის მკვლელების დაკავებას ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმების ჯგუფი უწყებასთან გუშინ მიიყვანეს. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ის არ დატოვებს შსს-ს იქამდე, ვიდრე მისი შვილის მკვლელებს, „მათ შორის მიხეილ კალანდიას, ხელბორკილებით მის თვალწინ არ ჩაატარებენ“.
ამასთან სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები შსს-თან შეკრებას 19:00 საათზე გეგმავენ.

სიახლეები

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს პატრიარქს და ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე – პაატა ბურჭულაძე

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ - ამ სიტყვებით...

NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ანგარიშის მიხედვით,...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის...

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...