მთავარისიახლეებისაზოგადოებასაგამოცდო ცენტრების ნაწილში გაგრილების სისტემის მონტაჟი დაიწყო

საგამოცდო ცენტრების ნაწილში გაგრილების სისტემის მონტაჟი დაიწყო

Published on

განათლების სამინისტრომ საგამოცდო ცენტრების ნაწილში გაგრილების სისტემის მონტაჟი უკვე დაიწყო. ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში მიმდინარე პროცესს მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია დაესწრო.
მისი თქმით, კონდიციონერების გარდა ოთახებში საჭიროების შემთხვევაში დაიდგმება ვენტილატორებიც.
„სადაც არის საშუალება კონდიციონერების დამონტაჟების, ჩვენ კონდიციონერებს ვამონტაჟებთ მხოლოდ ძაბვის სიმძლავრეები გვიშლის ამ წუთას ხელს. რა თქმა უნდა, კონდიციონერები უნდა შემოვიდეს, მაგრამ შემოვა და შესაბამისად პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება რატომ არ დამონტაჟდა, ამ კითხვაზე არა ერთხელ გამიცია პასუხი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩენ დღეს რასაც ვაკეთებთ, ეს არის სწრაფი გადაწყვეტილება. არა კონდიციონერის ჩანაცვლების, არამედ იმ დღეებში, სანამ კონდიციონერი დაიდგმება, ვითარების ოდნავ შემსუბუქების მიზნით, ყველა სკოლაში ჩვენ უკვე ვდგამთ ვენტილატორებს. არათანაბარ ვითარებას გვაჩვენებს რეალობა. მე ძალიან პრინციპულად ველი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, ორშაბათის გამოცდების მიმდინარეობას. რადგან კონდიციონერები საკმარისი რაოდენობითაა დაყენებული სკოლებში რომ დავინახოთ, ეს ქმნის თუ არა განსხვავებულ ვითარებას, ორშაბათის შედეგები გვეტყვის ამას,“ – განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...