მთავარისიახლეებიზელენსკი-უკრაინა არ ეთანხმება NATO-ს წევრობაზე უარს, ეს გადაწყვეტილება წევრების მისაღებია

ზელენსკი-უკრაინა არ ეთანხმება NATO-ს წევრობაზე უარს, ეს გადაწყვეტილება წევრების მისაღებია

Published on

პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არ ეთანხმება NATO-ს წევრობაზე უარს, რომელიც ომის დასრულების გეგმის ბოლო 28-პუნქტიან ვერსიაში იყო შეტანილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და არა რუსეთთან შეთანხმებებზე.

“ეს არის შეთანხმება ამერიკას, უკრაინას, ევროპასა და რუსეთს შორის. ჩვენი აზრით, ეს NATO-ს წევრების არჩევანია – სურთ უკრაინის წევრობა, თუ არა. ჩვენ არჩევანი უკვე გაკეთებული გვაქვს”. – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმის მოთხოვნას არ შეასრულებს.

“NATO-ს და რუსეთს სურთ, მომავლის შესახებ ცალკე მოილაპარაკონ. მე ვფიქრობ, რომ ამ ცალკეულ შეთანხმებებში ისინი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს წამოჭრიან, მაგრამ ეს მაინც ვიღაცის ვიღაცასთან შეთანხმებაა და არა ჩვენი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის მომავლისთვის”. – დაამატა ზელენსკიმ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...