მთავარისიახლეებისაზოგადოება"ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, მიიღეთ გრილი შხაპი, ხელები ხშირად დაიბანეთ..." - რეკომენდაციები...

“ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, მიიღეთ გრილი შხაპი, ხელები ხშირად დაიბანეთ…” – რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

Published on

ზაფხულის ცხელ დღეებში იმატებს, როგორც ინფექციური დაავადებების გავრცელების, ასევე სითბური ტალღის ზემოქმედებით გამოწვეული რისკები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.მისი ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია, გადახურება, სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების (გულსისხლძარღვთა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების) მქონე პირებისთვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება."მოერიდეთ თაკარა მზეზე ყოფნას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ უნდა გეცვათ ღია ფერის ტანსაცმელი, გეხუროთ ქუდი და რაც შეიძლება მცირე ხანი გაჩერდით გარეთ. ეცადეთ, რომ სახლში და სამუშაო ადგილზე ტემპერატურა შეინარჩუნოთ 23-28 გრადუსის ფარგლებში. მიიღეთ 1.5-დან 2.5 ლიტრამდე სითხე,-" – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, მეორე მთავარი რისკი ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროებაა."ესენია ძირითადად დიარეებით მიმდინარე დაავადებები. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ასევე, ხშირია სხვადასხვა ტოქსიკო-ინფექციები ანუ საკვებით მოშხამვები. ამიტომ, თუ არ ვართ წყლის ხარისხში დარწმუნებული, აუცილებლად უნდა გადადუღდეს და ისე იქნეს მიღებული. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მალფუჭებადი საკვების და კრემიანი ნამცხვრების მიმართ.ამასთან, გადამდები დაავადებების პრევენციისთვის ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური პირობების დაცვა. ამ თვალსაზრისით ბევრი რეკომენდაციაა, მაგრამ მთავარი გახლავთ ხელის ხშირად დაბანა“, – განაცხადა გამყრელიძემ.დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას სიცხისთან გასამკლავებლად ურჩევს: საცხოვრებელ სახლებში ტემპერატურა არ აღემატებოდეს დღისით 32 გრადუსს, ღამით კი 24 გრადუსს; მთელი ღამის განმავლობაში ფანჯრები იყოს ღია; ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც სახლს გაგრილებასთან ერთად, დაატენიანებს; მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას; მიიღეთ გრილი შხაპი და გამოიყენეთ ყინულის პაკეტები; მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე; ატარეთ ღია ფერის, ნატურალური მასალის თავისუფალი ტანსაცმელი, ქუდი ან ქოლგა; გარუჯვისას გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები.
 

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...