მთავარისიახლეებირომეო მიქაუტაძე მოწმეთა ბაზაშია დასახელებული - ლილუაშვილის ადვოკატი

რომეო მიქაუტაძე მოწმეთა ბაზაშია დასახელებული – ლილუაშვილის ადვოკატი

Published on

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის თქმით, საქმის მოწმეთა ბაზაში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ასევე დაკავებული რომეო მიქაუტაძეც არის დასახელებული, თუმცა, მისივე განცხადებით, რა სახის ჩვენება მისცა მიქაუტაძემ გამოძიებას, მისთვის უცნობია.

“რომეო მიქაუტაძე მოწმეთა ბაზაშია დასახელებული, მაგრამ რა სახის ჩვენება მისცა, ეს ჩვენ არ ვიცით – ბაზათა წრე საკმაოდ დიდია […]

ჩვენ მხოლოდ ბრალდების დადგენილებას გავეცანით, საქმის მასალები ჯერ არ ჩაგვბარებია […] განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების დადასტურების ნაწილში, ჩვენ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობას გამოვრიცხავთ […] ვფიქრობ, ბატონი გრიგოლის უდანაშაულობის დადასტურებას შევძლებთ […]

ის ბრალდებას არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს […] საქმის მასალებს რომ გავეცნობით, ამის შემდეგ ბატონი გრიგოლი თავის პოზიციას დააფიქსირებს”. – თქვა ლილუაშვილის ადვოკატმა.

სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

ქრთამი მფარველობის სანაცვლოდ, ქოლ-ცენტრები – რას ედავება პროკურატურა ლილუაშვილს
სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...